საზოგადოება
საქართველოს შსს-ის ახალ მეთაურს ხუთის ნაცვლად ექვსი მოადგილე ჰყავს

1-moadgileebi---sazogadoebaთბილისი, 9 ივლისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრ ბაჩო ახალაიას მოადგილეებისა და უწყების დეპარტამენტების ახალი ხელმძღვანელების ვინაობა უკვე ცნობილია.

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელად – ვახტანგ ბოჭორიშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) თავმჯდომარედ – ლევან ქარდავა, სასაზღვრო პოლიციის უფროსად კი ნიკა ძიმცეიშვილი დაინიშნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ძიმცეიშვილი ახალაიას მოადგილეც იქნება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეების პოსტები შეინარჩუნეს გია ლორთქიფანიძემ, ეკა ზღულაძემ და შალვა ჯანაშვილმა. მინისტრის კიდევ ორ მოადგილედ შოთა ხიზანიშვილი და ნოდარ ხარშილაძე დაინიშნენ. შოთა ხიზანიშვილი ამავე დროს შსს-ის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზეც რჩება.

ნოდარ ხარშილაძე აქამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.