პოლიტიკა
ეუთოს ასამბლეის რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით

1-obce--politika-3თბილისი, 9 ივლისი, საქინფორმი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ინფორმაციით, რეზოლუციაში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დევნილების დაბრუნებასა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებელ მდგომარეობაზე.

მანამდე გაიმართა დებატები, სადაც რეზოლუციის წინააღმდეგ მხოლოდ რუსეთის დელეგაცია გამოვიდა. მისმა ხელმძღვანელმა დოკუმენტს არაობიექტური და არაკორექტული უწოდა.

რეზოლუციის პროექტის ავტორი პოლონელი დეპუტატია, რომელმაც რეზოლუციის მიღების, კერძოდ კი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შეფასებასა და პოზიციის დაფიქსირების  აუცილებლობაზე ისაუბრა.

რეზოლუციას კენჭს დღეს უყრიან.