აქტუალური
თბილისი, 6 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა საქართველოში თავისი სამწლიანი მოღვაწეობა დაასრულა. როგორც აშშ-ის დამოუკიდებლობის 236-ე წლისთავთან დაკავშირებულ მიღებაზე ჯონ ბასმა განაცხადა, ის საქართველოში მეუღლესთან – ჰოლისთან, ერთად ჩვეულებრივ ტურისტად დაბრუნდება.
„ჩვენ გვექნება საშუალება, ვიხილოთ კიდევ მეტად განვითარებული დემოკრატიული ინსტიტუტები და ის წინსვლა, რომელიც საქართველოს წინ აქვს“, – განაცხადა ჯონ ბასმა.
ცნობისათვის: აშშ-ის დამოუკიდებლობის 236-ე წლისთავთან დაკავშირებული მიღება ბოლო ოფიციალური ღონისძიებაა, რომელიც ჯონ ბასმა აშშ-ის ელჩის რანგში გამართა.