სამართალი
მანანა კობახიძე: „ვერც ვიხდით და არც ვიხდით ჯარიმას!“

1-kobaxiZe2-samarTali-2თბილისი, 5 ივლისი, საქინფორმი. კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური სუბიექტები კონტროლის პალატის მიერ დაკისრებულ ჯარიმას არ და ვერ გადაიხდიან. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძემ განაცხადა „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ჯარიმების გადახდას „ქართული ოცნების“ წევრები არ აპირებენ. გადახდა კი ორი მიზეზის გამო არ მოხდება – პირველი ის, რომ ჯარიმა უკანონო და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. სასამართლო გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე არის მიღებული. სასამართლომ გაიმეორა ის, რაც კონტროლის პალატას ეწერა. სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და ვაპირებთ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართოთ, რის საშუალებასაც ევროპული კონვენცია გვაძლებს. გარდა ამისა, არის მეორე მიზეზი, პარტიას ანგარიშზე არ გააჩნია არათუ ეს თანხა, არამედ ბევრად ნაკლებია ის თანხა, რაც ჩვენს ანგარიშზე გვაქვს. სხვა პარტიებსაც არ გააჩნიათ ეს საშუალება, ასე რომ, ვერც ვიხდით და არც ვიხდით ჯარიმას“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ: თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ სუბიექტებს, ასევე, საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ კონტროლის პალატის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე 2 383 097 ლარი დაეკისრათ. ჯარიმის გადახდის ვადა გუშინ  ამოიწურა.