სამართალი
თბილისი, 5 ივლისი, საქინფორმი. რუსმა სამართალდამცველებმა ქართველი გენერლის – რომან დუმბაძის, მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს.
რუსეთის საგამოძიებო ორგანო დაკავებულების ვინაობას არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ ისინი წარმოშობით საქართველოდან არიან. დაკავებულია, სავარაუდოდ, სამი პიროვნება. მათ ბრალს როგორც მკველობაში, ისე იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში წაუყენებენ. შეგახსენებთ, რომ რომან დუმბაძე 21 მაისს მოსკოვში მოკლეს. რუსული მედიის ინფორმაციით, დუმბაძეს საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლიოვის გზატკეცილზე, მოტოციკლეტიდან ესროლეს, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა.