პოლიტიკა
ლევან ვეფხვაძე: „ხდება მერაბიშვილის ინტრონიზაცია, როგორც ქვეყნის მომავალი მმართველის!“

1-vefxaze-politika-3თბილისი, 5 ივლისი, საქინფორმი. „ქრისტიან-დემოკრატების“ შეფასებით, ივანე მერაბიშვილის, როგორც ქვეყნის მომავალი მმართველის, ინტრონიზაცია ხდება.

როგორც ფრაქციის წევრმა ლევან ვეფხვაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, პარლამენტი ვანო მერაბიშვილის, როგორც ქვეყნის მომავალი მმართველის, ინტრონიზაციას ახდენს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილისათვის დასმულ კითხვას, თუ რას აპირებს პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, ახლა გაეცა პასუხი.

„მიხეილ სააკაშვილმა მაშინ პარლამენტში დასმული კითხვა უპასუხოდ დატოვა, თუმცა მას პასუხი ახლა გაეცა. როგორც ჩანს, მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტი, რომელიც აღარ არის პოპულარული და მისი გამოჩენა ხალხისთვის არცთუ ისე სასიამოვნოა, 2013 წელს ის იმ ადამიანით ჩაანაცვლოს, ვინც ახლა ხდება პრემიერ-მინისტრი. ეს ისტორიული დღეა, რადგან სწორედ ახლა ხდება ვანო მერაბიშვილის ინტრონიზაცია როგორც ქვეყნის მომავალი მმართველის“, – განაცხადა ვეფხვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა, ჯერ არჩევნები მოიგონ და შემდეგ იტრაბახონ იმ მიღწევებით, რასაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში აპირებენ.