საზოგადოება
თბილისი, 5 ივლისი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის – ირაკლი ალსანიას, განცხადებით, მისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, კოალიციის სარჩევნო სიის სათავეში იქნება, ბოლოში თუ საერთოდ არ იქნება მასში.
როგორც გაზეთ „ვერსიასთან“ ინტერვიუში ალასანიამ აღნიშნა, კოალიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია, ვინ სიის სათავეში მოხვდება, ვინ – ბოლოში, თუმცა თვისობრივად სიის რიგითობას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან კოალიციაში ყველანი თანასწორნი არიან. „რაც შეეხება მაჟორიტარებს, მჭიდრო კონსულტაციებით ვარჩევთ. დაახლოებით ნახევარი საქმე გაკეთებული გვაქვს. უახლოეს დღეებში ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ განაცხადებს, ვის კანდიდატურას სად წამოვაყენებთ. სიის შესახებაც მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას. ჯერ არის დრო და რატომ დავაჩქაროთ მოვლენები? მთავარია, ეს საკითხი ურთიერთობებში პრობლემებს არ შექმნის და „ქართული ოცნება“ მიზანს აუცილებლად მიაღწევს“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.