საზოგადოება
ქლორით მოწამლულთა მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს
1-qlori-sazogad-2თბილისი, 5 ივლისი, საქინფორმი. ლილოს დასახლებაში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაზარალებულები ინგოროყვას კლინიკაში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მოინახულეს.
მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროსთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტს აინტერესებდა, თუ რამდენად კვალიფიციურად უტარდებათ დაშავებულებს მკურნალობა. ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, ინციდენტის გამო დაშავდა 56 ადამიანი, მათგან რეფერალურ კლინიკაში 9 პაციენტი იმყოფება, ინგოროყვას კლინიკაში 25 პაციენტია, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ასევე, ღუდუშაურისა და იაშვილის კლინიკებში 6-6 პაციენტი იმყოფება. დაშავებულთა შორის არიან ბავშვები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებიც.
ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციითვე, დაზარალებულების მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.