საზოგადოება
თბილისი, 5 ივლისი, საქინფორმი. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის უწყების თანამშრომლებისათვის ახალი მინისტრის – დიმიტრი შაშკინის წარდგენისას განაცხადა, შაშკინი იდეების გენერატორი და მაღალი კვალიფიკაციის ხელმძღვანელია.
საქართველოს პრეზიდენტი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების იდეას სულელურს უწოდებს. „ეს სულელური იდეაა. რომელ ქვეყანაში არ არის პროფესიული ჯარი?! სინგაპურში საყოველთაო გაწვევაა, ისრაელში საყოველთაო გაწვევაა, თან კაცების და ქალების (ჩვენ ამას არ ვაპირებთ). ის, რომ საქართველოს ყველა კატეგორიის მოქალაქე ამა თუ იმ ფორმით უნდა იყოს ქვეყნის თავდაცვაში ჩართული და ეს არ უნდა იყოს მარტო ერთი, ცალკე აღებული პროფესიონალის პრივილეგია, არის ორჯერ ორი რომ ოთხია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის უწყებაში სტუმრობის დროს.