აქტუალური
თბილისი, 6 ივლისი, საქინფორმი. როგორც საქსტატი საქინფორმს ატყობინებს, 2012 წლის ივნისში ინფლაციის დონემ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,2 % შეადგინა, რაც უკვე მეხუთე დეფლაციაა ზედიზედ ბოლო ხუთი თვის განმავლობაში. მაისში წლიურმა ინფლაციამ -3.3 % შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ -0,9 % შეადგინა.მართალია, ივნისში სურსათზე ფასები 4.3%-ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაგრამ სატრანსპორტო მომსახურების ფასები 23.3%-ით გაიზარდა. თავის ყოველთვიურ ანგარიშებში საქსტატი ცალკე აღწერდა საწვავის ფასების ცვილილებებს, თუმცა ბოლო პერიოდში ამის გაკეთება შეწყვიტა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 20 ივნისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 5.7 %-მდე შეამცირა.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაცხადა, რომ ივნისიდან წლიური ინფლაციის მაჩვენებელი დაიწყებს ზომიერ ზრდას, თუმცა მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდება როგორც მიმდინარე წლის განმავლობაში, ისე მომავალი წლის დასაწყისშიც. მთავრობის მიერ პროგნოზირებული ინფლაციის დონე 2012 წელს 6%-ს შეადგენს.