პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებები იზრდება

1-rasSiraetsa-politika-1თბილისი, 5 ივლისი, საქინფორმი. ახალ პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილებები ეზრდება. ინიციატივა ამის შესახებ პარლამენტში გუშინ შევიდა.

ცვლილება „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის.

კანონპროექტის მოკლე ანოტაციის მიხედვით, ცვლილებების თანახმად, მთავრობის კანცელარიას მისი უფროსის ნაცვლად პრემიერი უხელმძღვანელებს; ასევე, მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესი, ნაცვლად კანონისა, მთავრობის რეგლამენტით განისაზღვრება.

ცვლილებების მიხედვით, განისაზღვრება იმ უფლებამოსილებათა სახეები, რომელთა დელეგირების უფლებით გადაცემის უფლებამოსილებაც პრემიერ-მინისტრს ექნება.

ინიციატივა საქართველოს მთავრობას ეკუთვნის. კანონპროექტის განხილვა გუშინვე დაიწყო. დღეს კი რიგგარეშე სხდომაზე მას უკვე მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.