აქტუალური
თბილისი, 4 ივლისი, საქინფორმი. ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ პრემიერმინისტრობის კანდიდატ ვანო მერაბიშვილისა და მინისტრთა კაბინეტისთვის დამტკიცების პროცედურას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, ფრაქცია არც გუშინ შეხვედრია მერაბიშვილს და არც დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე აპირებს დასწრებას. ცაგარეიშვილი ამ პროცესს ფარსს უწოდეს, რომელშიც მონაწილეობას არც ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ და არც თავად ლორთქიფანიძე აპირებს. მისი შეფასებით, პარლამენტისადმი ასეთი დამოკიდებულება და მთავრობის პერსონალური შემადგენლობა, რომელიც კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანებითაა დაკომპლექტებული, მისთვის და მისი ფრაქციისათვის შეურაცხმყოფელია. ამიტომ უმრავლესობასა და მთავრობასთან დებატებში შესვლა მას მგლის თავზე სახარების კითხვად მიაჩნია. „ჩვენ სხდომაზე ვანო მერაბიშვილს თავის დაპურებულ სატელიტებთან ერთად დავტოვებთ“, – აცხადებენ ფრაქციის წევრები.