პროგრამის თანახმად, 4 წლის განმავლობაში მოზიდული იქნება 4 მილიარდ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რაც დამატებით, დაახლოებით, 80 000 ახალ სამუშაო ადგილს ნიშნავს; ტურისტების რაოდენობა 7 მილიონამდე გაიზრდება, რის შდეგადაც, ტურიზმის სექტორში, დაახლოებით, 140 000 სამუშაო ადგილი შიქმნება; დაიგება 5 000 კილომეტრი სიგრძის გზა, რაც სტაბილურად დასაქმებულ, დაახლოებით, 40 000 ადამიანს ნიშნავს; გაგრძელდება 15 ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რის შედეგადაც 13 000 ადამიანი დასაქმდება.
„აღნიშნული ღონისძიებების საერთო მიზანი იქნება, გადამწყვეტი დარტყმა მივაყენოთ უმუშევრობას და თითოეულ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა, ახალი ცოდნით, ახალი კვალიფიკაციით იპოვოს თავისი ადგილი უფრო ძლიერ საქართველოში“, – ნათქვამია მთავრობის პროგრამაში.
ცნობისათვის: წელს საბჭოთა თანაავტორ მწერლებს – ილფსა და პეტროვს (ნამდვილი სახელები – იეხიელ-ლეიბ არიას ძე ფაინზილბერგი და ევგენი პეტრეს ძე კატაევი), შესაბამისად, 75 და 70 წელი შეუსრულდებოდათ...