პოლიტიკა
ჰერმან ვან რომპეი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს შეხვდება. შეხვედრებისას განიხილება პოლიტიკური საკითხები და ევროკავშირთან ურთიერთობები, სტუმრები შეხვდებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსაც.
ნინო კალანდაძის განცხადებით, მართალია, აღნიშნული მისია მანდატით მინიჭებულ უფლებამოსილებას ბოლომდე ვერ ასრულებს, მაგრამ მის შენარჩუნებაზე საქართველოს ევროპელ პარტნიორებთან ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს. საგარეო უწყებაში მნიშვნელოვნად მიიჩნევენ იმას, რომ მაღალი დონის ვიზიტებისას სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა ხედვასაც გაეცნონ.