აქტუალური
თბილისი, 3 ივლისი, საქინფორმი. გაცხადდა მინისტრთა კაბინეტის ახალი მონახაზი. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მინისტრთა კაბინეტში შემდეგი ცვლილებები შევა:
შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი, ბაჩანა ახალაია იქნება; ბაჩანა ახალაიას ადგილს განათლების უკვე ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაიკავებს, ხოლო განათლების მინისტრი ხატია დეკანოიძე იქნება, რომელიც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად ცოტა ხნის წინ დაინიშნა.ცვლილებები შეეხო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს: კობა სუბელიანს შეცვლის დალი ხომერიკი, რომელიც აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში განათლებისა და კულტურის მინისტრად მუშაობდა.
როგორც მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს წარედგინა მთავრობის ახალი პროგრამაც, პროგრამა სამ ძირითად პრიოროტიტეს მოიცავს – დასაქმება, სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვის სფერო.