აქტუალური
თბილისი, 3 ივლისი, საქინფორმი. პრემიერმინისტრობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი მინისტრობის კანდიდატებთან ერთად დღეს პარლამენტის სამი ფრაქციის წევრებს ხვდება.
როგორც ჟურნალისტებს ფრაქციის – „ერთობა სამართლიაბისთვის“ – წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, მთავრობის წევრები შეხვედრებს გამართავენ ფრაქციების – „ნაციონალური მოძრაობის“, „ქრისტიან-დემოკრატებისა“, და უმრავლესობის წევრებთან.ოპოზიციონერის განცხადებით, მათ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბევრი შეკითხვა ექნებათ.
„პირველ რიგში, დავინტერესდებით მის მიერ გაჟღერებული 4-წლიანი პროგრამით, თუ რას ნიშნავს 1000-ლარიანი ვაუჩერი და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 4-მილიარდი ლარი. გვაინტერესებს, რატომ 4 და არა, ვთქვათ, 8 მილიონი? ასევე, დავინტერესდებით, რატომ მოაფიქრდათ დასაქმების უწყების შექმნა“, – განაცხადა მან.
არსებული ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილისა და მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრა დღის მეორე ნახევარში გაიმართება, მანამდე კი, ბიუროს რიგგარეშე სხდომაა დანიშნული.