საზოგადოება
სამთავრობო პროგრამის რეგისტრაცია

1-baqraZe-sazogfad-2თბილისი, 3 ივლისი, საქინფორმი. ახალი სამთავრობო პროგრამა პარლამენტის ბიუროს დღეისთვის დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე ოფიციალურად დარეგისტრირდება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, სამთავრობო პროგრამა პარლამენტში წინა დღეს შევიდა.

მან ფრაქციებსა და კომიტეტებს მოუწოდა, პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციები მთავრობის საპარლამენტო მდივან გიორგი ხუროშვილსა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილთან გამართონ. დღეს პარლამენტს მთავრობის განახლებული შემადგენლობაც წარედგინება.

შეგახსენებთ, რომ ბიუროს გუშინდელ სხდომაზე 2012 წლის საბიუჯეტო ცვლილებები დარეგისტრირდა. საბიუჯეტო ცვლილებები დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნას უკავშირდება.

(საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იყო შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, კანდიდატურა, რასაც უკავშირდება ყველა ეს სიახლე და სხვა ღონისძიებები).