აქტუალური
თბილისი, 2 ივლისი, საქინფორმი. „ქართული ოცნება“ მორიგ აქციას 15 ივლისს გორში გამართავს. „ჩვენ გორში შევხვდებით ერთმანეთს. ჩვენ ყველგან მივალთ, ყველა სოფელში და ყველა კუთხეში. შემოდგომამდე ქვეყანას ერთ მუჭად შევკრავთ და არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ივანიშვილმა გუშინ მცხეთაში გამართულ აქციაზე.