აქტუალური
სამთავრობო პროექტების გასაიდუმლოებული ნაწილი

1-saidumlo-aqtual-1თბილისი, 30 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე განსახორციელებელი გეგმები და ღონისძიებები, რომელთა წინასწარი გამჟღავნებაც ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ინტერესებს, საიდუმლო ინფორმაცია ხდება.

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა  მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებული ამავე ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს ცნობები ქვეყნის წინააღმდეგ მოსალოდნელი საფრთხეებისა და მათი თავიდან აცილების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.