პოლიტიკა
„NDI“-ს დაკვირვების საწყისი შედეგების პრეზენტაცია

1-uoleki-politika-3თბილისი, 30 ივნისი, საქინფორმი. სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო პროცესებზე დაკვირვების საწყისი შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

„მე ვარ ნაწილი იმ სადამკვირვებლო ჯგუფისა, რომელიც საქართველოში წინასაარჩევნოდ სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ჩამოვიდა. აქ გახლავთ საქართველოში „NDI“-ს ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავაროც, ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი საქართველოში პერ ეკლუნდი, რომელიც არის ამ მისიის წევრი. გარდა ამისა, ჯგუფის წევრია ყოფილი კონგრესმენი სენ გიდელსენი, რომელიც საქართველოში სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში 2008 წელს, ასევე, 2000-იანი წლების დასაწყისში უკვე მუშაობდა. სადამკვირვებლო ჯგუფის წევრია ამერიკის მისურის შტატში ენდიაის შტაბის მდივანი რობინ კარნაჰენი. იგი მისურის შტატში კოორდინირებას უწევს მოსახლეობის დაახლოებით იმ რაოდენობას, რამდენიც საქართველოში ცხოვრობს“, – განაცხადა „NDI“-ს პრეზიდენტმა კენედ უოლეკმა და დასძინა, რომ ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებლები საქართველოში ივლისში ჩამოვლენ, ხოლო არჩევნების მოახლოებასთან ერთად საქართველოს უკვე მოკლევადიანი დამკვირვებლებიც ეწვევიან.

უოლეკის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისას NDI და IRI იმ პრინციპების შესაბამისად იმოქმედებენ, რომლებიც სადამკვირვებლო მისიების ფარგლებშია მიღებული. „ეს ინიციატივა მიერ 2005 წელსაა ინიცირებული და დაახლოებით 40 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ აღიარებული. ეს პრინციპები არის სახელმძღვანელო, რომლებითაც ჩვენ მიუკერძოებლად ვმოქმედებთ“, – განაცხადა უოლეკმა და დასძინა, რომ მისთვის პატივია, კვლავ ესტუმროს საქართველოს.