თბილისი, 28 ივნისი, საქინფორმი. ქ. თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს, მთავარი სამმართველოს მთაწმინდის განყოფილებისა და ყველა საპატრულო ეკიპაჟის საყურადღებოდ!
როგორც თვითმხილველებმა ტელეფონით აცნობეს „საქინფორმს“, იყო ამ დაწესებულებათა კლიენტების პირადი ნივთების ქურდობის შემთხვევებიც, მათ შორის – მათი ავტომობილებიდან.
თუ ჯგუფის წევრები გამოდევნებულ დაზარალებულებს ან ახლომახლო ჩავლილ საპატრულო ეკიპაჟს შენიშნავენ, ან სხვადასხვა მხარეს იფანტებიან, ანდა ქიაჩელის ქუჩის ბოლოს, მარცხენა მხარეზე გზის პირას მდგომ მიტოვებულ თეთრი ფერის „გაზ 21“-ში იმალებიან, სადაც ზოგჯერ ნაქურდალსაც მალავენ.
ჯგუფის ლიდერია, დაახლოებით, 20 წლის დაბალი ტანსრული ქალიშვილი შავი, მოკლედ შეჭრილი თმით („კარე“), მრგვალი სახით და თეთრი პირისკანით. მას მოკლესახელოებიანი ბლუზა და შავი ფერის შემოტმასნილი ბრიჯი აცვია. ჩვეულებრივ, ის უწყებს ლაპარაკს კაფეებისა და რესტორნების კლიენტებს (უპირატესობა ენიჭება კარგად ჩაცმულ კომპანიებსა და უცხოელებს), დევნისას კი არ იმალება და ვითომც არაფერიო, სიტუაციას თვალს ადევნებს. თვალშისაცემია, აგრეთვე, ჯგუფის მეორე აქტიური წევრის გარეგნობა. ეს არის მაღალი, ძალიან გამხდარი გოგონა ძლიერ გარუჯული კანით, ვიწრო სახით, აცვია შავი მოტმასნილი ჯინსი და მაისური ფართო ჰორიზონტალური ზოლებით.
საერთოდ, ჯგუფის ყველა წევრი გარეგნობითა და ჩაცმულობით, ერთი შეხედვით, შეძლებული ოჯახებიდან გამოსულთა შთაბეჭდილებას ტოვებს.
საგანგებოდ მივაპყრობთ პოლიციელთა ყურადღებას – ჯგუფს შესაძლოა, ასაკით უფროსი ხელმძღვანელი ჰყავდეს: გამორიცხული არ არის, რომ ეს იყოს ხანდაზმული მამაკაცი (დაახლოებით, 65 წლის), რომელიც შემთხვევების დროს იქვე, შორიახლოს ჩნდება. ის ძალიან გამხდარია, ალკოჰოლიკებისთვის დამახასიათებელი გაწითლებული სახე აქვს, ჭაღარაა, წინა კბილები არ აქვს, აცვია ჯინსი და ყვითელი პერანგი. შემთხვევების შემდეგ ის, ჩვეულებრივ, ინტერესდება – რა მოხდა და თვითმხილველთა დაწვრილებით გამოკითხვას იწყებს – ამჯერად რა ჩაიდინეს და რა მოიპარესო?
მოქალაქეთა საყურადღებოდ! თუ რომელიმე თქვენგანს რაიმე ინფორმაცია აქვს ამ ჯგუფის შესახებ, შეატყობინეთ პოლიციას (დარეკეთ პატრულში ნომერზე 122), ანდა „საქინფორმს“ (დარეკეთ ნომერზე 790 830 700).