საზოგადოება
თბილისი, 28 ივნისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენციას მართავს. როგორც საქინფორმს აშშ-ის საელჩოში აცნობეს, პრესკონფერენცია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ტარდება. პრესკონფერენციის თემაა „საშემოდგომოდ დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები“, – აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.