საზოგადოება
საქართველოს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ეწვევა

1-vershbou-saz-2თბილისი, 28 ივნისი, საქინფორმი. დღეს საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ ჩამოდის.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ განაცხადა, ის დღეს და ხვალ შეხვედრებს გამართავს ბათუმში, სადაც მონაწილეობას მიიღებს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში.

დაგეგმილია სტუმრის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.