პოლიტიკა
სააკაშვილის შეხვედრები ბრიუსელში

1-saak1-politika-1თბილისი, 28 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს ევროკავშირის ხელმძღვანელებთან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პირისპირ შეხვედრები ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელ კეტრინ ეშტონსა და ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულესთან.

სააკაშვილი უკვე შეხვდა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცს, ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერსა და ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტ ვილფრედ მარტენსს, რომლის პირადი მოწვევით დღეს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ევროპის სახალხო პარტიის სამიტის მუშაობაში.