საზოგადოება
ჯავახიშვილი: „რა დააყადაღეს, როცა ივანიშვილს ბანკი „ქართუს“ არცერთი აქცია არ ეკუთვნის?“

1-javax-sazogadoeba-2თბილისი, 27 ივნისი, საქინფორმი. ბანკი „ქართუს“ პრეზიდენტ ნოდარ ჯავახიშვილისთვის ბანკის აქციების დაყადაღების გადაწყვეტილება გაუგებარია.

„აღსრულების ეროვნულ ბიუროს აქვს ჩემი ოფიციალური, აბსოლუტურად ჭეშმარიტი პასუხი, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ ფლობს აქციების არცერთ პროცენტს ბანკ „ქართუში“. როცა ჩემი ხელმოწერილი დოკუმენტი უდევთ, საინტერესოა, რა დააყადაღეს? თუ აქციები არ აქვს, ის სად იპოვეს?“ – აცხადებს  ნოდარ ჯავახიშვილი.

გადაწყვეტილება არ შეიძლება საფუძვლიანად შეფასდეს. ჯავახიშვილის თქმით, ბანკის აქციების დაყადაღების თაობაზე ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ მიუღიათ.

როგორც საქინფორმი დღეს იტყობინება, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, გუშინ ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციებს რამდენიმე ბანკში, მათ შორის, „ქართუშიც“.