საზოგადოება
„აქცია 19:00 საათზე დაიწყება და ის გათვლილია მხოლოდ მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობაზე. ჩვენ არ ვახდენთ ხალხის მობილიზებას სხვადასხვა რეგიონიდან, რადგან ეს არ გვჭირდება. წინა სამმა აქციამ აჩვენა, რომ ხალხი თავისი სურვილით მოდის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ცენტრალურ მოედანზე აქციის გამართვაზე ადრე უარი უთხრა.