სამართალი
არა – წამებას საქართველოში!

1-wameba-samarTali-2თბილისი, 27 ივნისი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ წამების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის წინ აქცია გამართა და ხელისუფლებას არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აქტიური და ქმედითი ნაბიჯების  გადადგმისკენ მოუწოდა.

აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, წამების აკრძალვა, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტი, არაერთ საერთაშორისო სამართლებრივ აქტში, ასევე, საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული.

როგორც „კონსტიტუციის 42-ე მუხლში“ აცხადებენ, ადამიანის წამების კუთხით, დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში საკმაოდ საგანგაშო და შემაშფოთებელია.

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებათა 2011 წლის მდგომარეობას ასახავს, აღნიშნულია, რომ 2010 და 2011 წლების განმავლობაში თავისუფლებაშეზღუდულ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები საკმაოდ ხშირად დაფიქსირდა.

ცნობისათვის: გაეროს გენერალურმა ასამბლეამ წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღედ 26 ივნისი 1997 წელს გამოაცხადა.