„კომიტეტი ამ საკითხის განხილვის გადადებას დაეთანხმა, რათა ცალმხრივობა გამორიცხულიყო. ჩვენ გვაქვს გრაფიკი, რომლითაც მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან ერთად გავივლით შეფასების ყველა ფაზას. ამის შემდეგ დაზუსტდება კრიტერიუმები, სამომავლო სტრატეგია და ბაგრატის ტაძრის ნომინაციის საზღვრები“, – აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, საერთაშორისო ექსპერტები საქართველოში სექტემბერში ჩამოვლენ და პირველ რიგში ბაგრატისა და გელათის, ასევე, მცხეთის საკითხებს და იქ განხორციელებულ სამუშაოებს შეაფასებენ.
ნიკა ვაჩეიშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ ბაგრატის ტაძარსა და გელათის მონასტერს იუნესკოს ძეგლების ნუსხაში საზღვრების შემცირება არ ემუქრება, ანუ ბაგრატის ტაძარი საზღვრების შემცირების ხარჯზე ნუსხიდან არ ამოვარდება. მან მადლობა გადაუხადა იუნესკოსა და ძეგლთა დაცვის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ მათთან თანამშრომლობაზე მზად არიან.
ცნობისათვის: სანკტ-პეტერბურგში იუნესკოს კომიტეტის სხდომა 24 ივნისს დაიწყო და 6 ივლისამდე გაგრძელდება.