აქტუალური
თბილისი, 27 ივნისი, საქინფორმი. საექსპორტო ათეულში სასაქონლო ჯგუფთა შორის პირველობს ავტომობილები. როგორც საქსტატი საქინფორმს ატყობინებს, იანვარ-მაისში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა 212 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 22 პროცენტს უდრის. ექსპორტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, აგრეთვე, ფეროშენადნობებს – 108 მლნ დოლარი (11%); მესამე ადგილზეა აზოტოვანი სასუქები – 55 მლნ დოლარი (6%).