აქტუალური
ვიაჩესლავ ჩირიკბა: „დიალოგისათვის გვჭირდება პრაგმატული თანამოსაუბრეები – როგორიც ალასანია ან ივანიშვილია!“

1-chirikba-aktual3თბილისი, 26 ივნისი, საქინფორმი. საქართველოსთან დიალოგისთვის გვჭირდება ისეთი პრაგმატული თანამოსაუბრეები, როგორიც ბიძინა ივანიშვილი ან ირაკლი ალასანიაა. ამის შესახებ აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა იტალიურ ჟურნალ „Limes“-თან ინტერვიუში აცხადებს.

ჩირიკბას განცხადებით, ისინი ღია არიან დიალოგისთვის, თუმცა არა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილის გარდა, სხვა პრეზიდენტის შემთხვევაში, იქნებოდა ყველანაირი შესაძლებლობა, მიგვეღწია შეთანხმებისთვის. ჩვენ გვჭირდება უფრო პრაგმატული თანამოსაუბრეები, როგორებიც არიან „ჩვენი საქართველო –  თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ან კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სულ ახლახან მოვიდა პოლიტიკაში და რომელიც პირველად მიიღებს მონაწილეობას 2012 დაგეგმილ საპარლამენტო არჩვენებში. ივანიშვილი საქმიანი ადამიანია და, შესაძლოა, საკმაოდ პრაგმატულიც, რომელიც გაიგებს, როგორი გამოსავალია მომგებიანი ყველასთვის“, – დასძინა ჩირიკბამ.