საზოგადოება
„ქართული ოცნების“ მორიგი აქცია 1 ივლისს მცხეთაში გაიმართება

1panjikiZe-polit-3თბილისი, 26 ივნისი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია 1 ივლისს, სავარაუდოდ, მცხეთის თეატრონის ტერიტორიაზე გაიმართება.

როგორც კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათ აქციის გამართვის შესახებ ოფიციალური ნებართვა ჯერჯერობით არ მიუღიათ.

„თავდაპირველად აქციის გამართვა მცხეთაში ცენტრალურ მოედანზე გვინდოდა და უარი გვითხრეს. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, აქცია მცხეთის თეატრონის ტერიტორიაზე 1 ივლისს, 19:00 სთ-ზე, გავმართოთ. ზეპირი შეთანხმება უკვე გვაქვს, თუმცა დღეს ოფიციალურ ნებართვას ველოდებით. ეს ტრადიცია გახდა ხელისუფლების მხრიდან, რომ მათ მიერ შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებების გადალახვა გვიწევს. რადგან კოალიციის აქციები ასეთი შთამბეჭდავი გამოდის, ხელისუფლების უარის თქმის მიზეზი სწორედ ესაა. რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, მთიდან მოსახლეობის ჩამოსვლა რთული იქნება, თუმცა ორგანიზებული ჩამოყვანა არასდროს გაგვიკეთებია. ეს არ გვჭირდება“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.