საზოგადოება
ბაგრატისა და გელათის საკითხს იუნესკოს კომიტეტი განიხილავს

1-unescoთბილისი, 26 ივნისი, საქინფორმი. დღეს სანკტ-პეტერბურგში იუნესკოს კომიტეტის სხდომა გაიმართება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ განაცხადა, იუნესკოს კომიტეტის სხდომაზე განიხილება ბაგრატისა და გელათის ტაძრის საკითხი.

მისი განმარტებით, საქართველო არ არის კომიტეტის წევრი ქვეყანა და დებატებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. „მსჯელობის მსვლელობისას ქართულ მხარეს მიეცემა საშუალება, თავისი აზრი გამოხატოს“, – განაცხადა ჯალაღანიამ.

იუნესკოს კომიტეტის სხდომაზე საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილია ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელების წარმომადგენლებითა და ექსპერტებით.

ცნობისთვის: გელათი და ბაგრატის ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლთა ნუსხაში ერთად კომპლექსად არის შეყვანილი.