პოლიტიკა
ევროკავშირი – საქართველო: მორიგი დიალოგი ადამიანის უფლებებზე ქვეყანაში, სადაც ისინი არ არის...

1-ES-GRUZIAთბილისი, 26 ივნისი, საქინფორმი. დღეს თბილისში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე დიალოგის მორიგი რაუნდი გაიმართება.

საქართველოში  ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე დიალოგი ორმხრივი პროცესია.

„დიალოგის წინა რაუნდის შემდეგ, რომელიც 2011 წლის ივნისში ჩატარდა,  სამართლებრივი რეფორმის, აღმსარებლობის თავისუფლების, იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობისა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ დამოუკიდებელი მონიტორინგის განხორციელების მიმართულებით წინსვლა გაგრძელდა. ასევე, აღინიშნა, რომ 2011 წლის მაისის შემდეგ ჩატარებული დემონსტრაციების უმეტესობა მოწესრიგებულად მიმდინარეობდა. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში ევროკავშირი მოელის, რომ მიღწეული ტოლერანტული და პლურალისტური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებისა და ზეწოლის ან სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებულ განცხადებებზე სწრაფად რეაგირების მიმართულებით კვლავ წინსვლა დაფიქსირდება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტროვის განმარტებით, დისკუსიები შეეხება საკითხების ფართო სპექტრსაც, რომელთა შორისაა: პატიმართა დიდი რაოდენობა, სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლების ანგარიშვალდებულება, უმცირესობები, სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირება და ადამიანის უფლებების მდგომარეობა  რეგიონებში.