მანანა ჭყონიას „მომავლის მედიცინა“: აქცია 20 ივლისამდე გაგრძელდება!
26 ივნისი, თბილისი,
საქინფორმი. გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ა.წ. 14-20 მაისის ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ ალტერნატიულ მედიცინაში უნიკალური გამოგონებების ავტორთან –
მანანა ჭყონიასთან. გამოგონებას, რომელიც მოიცავს განსხვავებულ თეორიას, მეთოდებსა და სამკურნალო საშუალებებს, ავტორი „მომავლის მედიცინას“ უწოდებს. საუბარია ხერხემლის სხვადასხვა რთული პათოლოგიის: სკოლიოზის, მალთაშუა დისკის თიაქრის, ოსტეოპოროზის, კომპრესული მოტეხილობის, პოსტოპერაციული გართულებების, აგრეთვე, ძვალსახსროვანი სისტემის ანთებითი (კოქსართროზი, რევმატიული ართრიტი, ნევრალგია) და ტრავმული (მოტეხილობა, ნაღრძობი, დაჭიმულობა, დაჟეჟილობა, სახსარშიდა ჰემატომა და სხვა) პათოლოგიების მკურნალობის შესახებ, ასევე, სიმაღლეში ზრდის პროცესზე, ნერვული და სხვა რბილი მაკავშირებელი ქსოვილების აღმდგენ თვისებებზე.
ვინაიდან ზემოხსენებული ინტერვიუ არ ატარებდა სარეკლამო ხასიათს, ხოლო მისი გამოქვეყნების შემდეგ დაინტერესებული მკითხველებისგან (პაციენტებისგან) რედაქციაში შემოდის მრავალრიცხოვანი სატელეფონო ზარი მკურნალთან დაკავშირების თხოვნით, ქალბატონ მანანა ჭყონიასთან შეთანხმებით გაცნობებთ, რომ ქალბატონმა მანანამ გადაწყვიტა, ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩაატაროს აქცია შეღავათიანი პირობებით სახელწოდებით „მომავლის მედიცინა მანანა ჭყონიასაგან“ 20 ივნისიდან 20 ივლისამდე.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ „მომავლის მედიცინის“ ოფისში ტელეფონებზე: 593 56 90 50; 599 15 56 65; 322 72 87 83; 322 99 91 28.