სამართალი
„ქართუ ბანკში და არცერთ ქართულ ორგანიზაციაში წილი აღარ მაქვს. ბოლო წილი 2 მაისს გავასხვისე და გადავეცი ჩემს შვილს უტას. 2 მაისის მერე არცერთ ქართულ კომპანიაში მე წილი აღარ მაქვს. ჩემს სახელზე მაქვს საჩხერეში ნაწილი ჩემი ქონების, რაღაც წილი მაქვს ურეკსა და ბაკურიანში“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, იგი დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს. „ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ, რადგან ამ ჯარიმას არანაირი საერთო არ აქვს კანონთან“, – განაცხადა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ივანიშვილმა.