პოლიტიკა
შტეფან ფულე: „მოლაპარაკებები ასოცირების თაობაზე გრძელდება“

1-Stefan-fule-politika-2თბილისი, 25 ივნისი, საქინფორმი. ევროკომისარ შტეფან ფულეს განცხადებით, აღმოსავლეთპარტნიორობის პროგრამის განვითარებისათვის ევროკავშირის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მოლაპარაკებები აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთისა და მოლდოვას ასოცირებასთან დაკავშირებით.

„ჩვენი მთავარი ინსტრუმენტი აღმოსავლეთპარტნიორობის პროგრამის რეალიზაციაში – ეს არის შეთანხმებები ასოცირების შესახებ, რომელიც მიმართულია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესაქმნელად შესაბამის რეგიონებში. საქართველოში, მოლდოვაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მოლაპარაკებები ასოცირებასთან დაკავშირებით ჯერაც გრძელდება და ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს მისი განვითარების მაქსიმალური დაჩქარება, რათა 2013 წლის შემოდგომაზე აღმოსავლეთპარტნიორობის შემდგომი სამიტისთვის ჩვენ ახლოს ვიყოთ მის დასასრულებლად ან სულაც მოვახდინოთ მისი პარაფირება“, – განაცხადა ფულემ.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ევროკავშირს აქვს ფართო გეგმა მობილურობის სფეროში, რომლის საბოლოო მიზანია უვიზო რეჟიმის დადგენა.

„ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობასაც პარტნიორებთან სახელმწიფო მმართვის განვითარების ყოვლისმომცველი პროგრამების მიხედვით, რომლებიც მიმართულია პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო ორგანოების პოტენციალის გამყარებისკენ“, – განაცხადა ფულემ.

მისივე თქმით, ევროკავშირის პრიორიტეტებში შედის სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობის გაღრმავება და მისთვის ფინანსური თანადგომის გაზრდა, ასევე, მნიშვნელოვანი ინვესტიციების ჩადება აღმოსავლეთპარტნიორობის წევრი ქვეყნების ახალგაზრდებში, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის საგანმანთლებლო პროგრამაში – „Erasmus“ ყველასთვის“.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისარი შტეფან ფულზე საქართველოს ივლისის დასაწყისში ეწვევა.