აქტუალური
მაისში წლიურმა ინფლაციამ -3.3 პროცენტი შეადგინა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო -0.9 პროცენტი – წინა თვესთან შედარებით.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაცხადა, რომ ივნისიდან წლიური ინფლაციის მაჩვენებელი დაიწყებს ზომიერ ზრდას, თუმცა მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდება როგორც ამ წლის განმავლობაში, ისე მომავალი წლის დასაწყისშიც. მთავრობის მიერ პროგნოზირებული ინფლაციის დონე 2012 წელს 6%-ს შეადგენს.