აქტუალური
თბილისი, 22 ივნისი, საქინფორმი. ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ხელმძღვანელები სიგნალის გამავრცელებელი სატელიტური ანტენების დამონტაჟებას საკუთარ თავზე იღებენ. ამის შესახებ ტელეკომპანიის დირექტორმა კახა ბექაურმა „მე-9 არხის“ ეთერში გუშინ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ის, რაც „გლობალ TV“-ის გარშემო ხდება, ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეებისთვის თვალის ახვევის მცდელობაა.
„ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობამდე არ მივიდეს სიმართლე, რასაც „მე-9 არხი“ აშუქებს, თუმცა ეს არ მოხდება, რადგან დღეიდან ტელეკომპანია დაფარვის ქსელის გაფართოებაზე თვითონ იზრუნებს“, – განაცხადა ბექაურმა და დასძინა, რომ ანტენების დამონაჟებას რამდენიმე კვირა დასჭირდება.