პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ რეკვიზიტები ფინანსური დახმარების მსურველთათვის

1-rekvizitebi-politika-2თბილისი, 22 ივნისი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“ სპეციალურ საბანკო ანგარიშსა და რეკვიზიტებს აქვეყნებს იმ მხარდამჭერებისთვის, ვისაც სურვილი აქვს, დააფინანსოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს კოალიციის წინასაარჩევნო კამპანიაში იმ ვითარებაში, როცა ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად შეზღუდოს პოლიტიკაში ივანიშვილის მონაწილეობა.

„თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში გამართული მრავალათასიანი აქციების შემდეგ ყველასთვის ცხადი გახდა, როგორი მხარდაჭერა აქვს კოალიციას. სწორედ ამიტომ ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რათა წინ აღუდგეს ბიძინა ივანიშვილსა და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და ფინანსური რესურსების გადაკეტვით შეაჩეროს მისი პოლიტიკური აქტიურობა“, – ნათქვამია 21 ივნისს „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კოალიცია, ასევე, აცხადებს, რომ მან საბანკო რეკვიზიტების გამოქვეყნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც  ამ თხოვნით ბევრმა მხარდამჭერმა მიმართა.

„ქართული ოცნება“ მადლობას უხდის ყველას ასეთი დიდი ნდობისა და მხარში დგომისათვის და აცხადებს საბანკო ანგარიშსა და რეკვიზიტებს:

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება: ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო

სს ბანკი ქართუ

SWIFT: CRTUGE22

GE51CR0000000004933608

შემომწირველმა უნდა მიუთითოს:

1. სახელი

2. გვარი

3. პირადი ნომერი

შემოწირულობა უნდა განხორციელდეს:

1.    მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული ბანკიდან;

2.    მხოლოდ შემომწირველის პირადი ანგარიშიდან.

შეგახსენებთ: კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური პარტიების საერთო შემოწირულობებმა წლის პირველ ექვს თვეში 1,17 მილიონი ლარი შეადგინა.