აქტუალური
ესპანური სათბურები აფხაზეთში

1-saTburi-aqtual-1თბილისი, 21 ივნისი, საქინფორმი. ესპანური კომპანია აფხაზეთში ბოსტნეულის სათბურების გაკეთებას გეგმავს.

სააგენტო „აპსნიპრესის“ ინფორმაციით, აფხაზეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ბოსტნეულის სათბურების კომპლექსის მშენებლობაში სპეციალიზებულ ესპანური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო საკვლევ-საცდელი ინსტიტუტის დირექტორი ლესიკ აიბა მონაწილეობდა.

კომპანიის წარმომადგენლებმა მაღალტექნოლოგიური სათბურების პროექტის პრეზენტაცია გამართეს. პროექტში აქცენტი აფხაზეთის კლიმატურ პირობებზე კეთდება.

„ჩვენ ამ პროექტს ყურადღებით შევისწავლით და ძალიან მოკლე დროში ჩამოვყალიბდებით, ვიმუშავებთ თუ არა ამ პროექტზე, თუ სხვა პროექტებს  გავეცნობით. შემოთავაზებები ამ სფეროში არც ისე ცოტაა“, – განაცხადა ანქვაბმა.