საზოგადოება
შს სამინისტროების ერთობლივი კომისიის სხდომა ანკარაში
1-Sss-sazogadoeba-2თბილისი, 21 ივნისი, საქინფორმი. ანკარაში საქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი კომისიისმე-3  სხდომა ჩატარდა.
შეხვედრა „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 1994 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაში მხარეებმა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, ტრეფიკინგის, ტერორიზმისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი საკითხები განიხილეს და ხელი მოაწერეს სხდომის ოქმს, რომელშიც მხარეთა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განისაზღვრა. მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი განახლებული საკონტაქტო ინფორმაციაც მიაწოდეს.
შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან შსს კონტრტერორისტული ცენტრის, შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტისა და შსს საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.