პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ 43 923,50 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო

1-qarT-ocneba-politika-3თბილისი. 21 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ პოლიტიკური გაერთიანებებისგან 2012 წლის პირველი იანვრიდან 19 ივნისამდე პერიოდში მიღებული შემოწირულობების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,, ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ 43 923,50 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო.

პარტიას ფიზიკურმა პირმა ნოდარ ხადურმა 31 მაისს 11 361 ათასი ლარი გადაურიცხა. იმავე დღეს „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის თავმჯდომარე მანანა კობახიძისგან 10 562,50 ლარი მიიღო, ფიზიკური პირი თემურ კობახიძისგან კი – 2 000 ლარი. 11 ივნისს ბიძინა ივანიშვილის პარტიას ზურაბ აზმაიფარაშვილმა 20 000 ლარი შესწირა, ხოლო სალომე ქარდავამ – 6,46 ლარი.

პოლიტიკური გაერთიანებების მიერ 2012 წლის პირველი იანვრიდან 19 ივნისამდე პერიოდში მიღებული შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია კონტროლის პალატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა.