პოლიტიკა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ წელს 1 768 492 ლარის შემოწირულობა მიიღო

1-Semowiruloba-politika-2თბილისი, 21 ივნისი, საქინფორმი. 2012 წლის 1 იანვრიდან 19 ივნისამდე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 1 768 492 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში პარტიის სასარგებლოდ თანხა 75-მა პირმა გადარიცხა. მათ შორის, მაქსიმალური შემოწირულობა 60 ათასი ლარის ოდენობით პარტიისთვის ამირან ქორთიაშვილმა, ჯამბულატ ჯაყელმა, მიხეილ ესიაშვილმა, ზურაბ გოზალიშვილმა, გიორგი დევაძემ, ნიკოლოზ ღონიაშვილმა, კახაბერ დამენიამ, იზაბელა გუტიძემ, დავით ჩანტლაძემ, შოთა აბულაძემ, მურად წკრიალაშვილმა, ნოდარ ალადაშვილმა, იაგო ჩოჩელმა და იაგო გვრიტიშვილმა გაიღეს.

მინიმალური შემოწირულობის სახით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 4 ათასი ლარი მიიღო.

შემოწირულებების შესახებ ინფორმაციას კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური აქვეყნებს.