აფხაზეთში რუსი სამხედროები პანამებსა და შორტებში იმსახურებენ
თბილისი, 20 ივნისი,
საქინფორმი. აფხაზეთში დისლოცირებული რუსი სამხედროები პანამებსა და შორტებში იმსახურებენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „აპსნიპრესი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, „სამხედრო ბაზაზე შემსუბუქებული საველე ფორმის 3 000-ზე მეტი კომპლექტი ჩავიდა. კლიმატური პირობების გათვალისწინებით შექმნილ კომპლექტში შედის სამხედრო ქუდი, პანამა, ქურთუკი, შარვალი, შორტები, მაისური, წინდები და ჩექმა. ყველა მათგანი ჩალისფერშია გადაწყვეტილი“.