აქტუალური
თბილისი, 20 ივნისი, საქინფორმი. ჯანდაცვის სამინისტრო თითოეულ პენსიონერს სექტემბრიდან ძალაში შემავალი საპენსიო პოლისების შესახებ ინფორმაციას ივლისიდან მიაწვდის. შესაბამისი განცხადება ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა.
„მინდა, ყურადღება გავამახვილო საპენსიო მატებაზე, რომელიც 1 სექტემბრიდან იგეგმება და რომელიც 140 ლარს გაუტოლდება. უკვე ივლისიდან ჯანდაცვის სამინისტრო დაიწყებს თითოეული პენსიონერისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას იმის შესახებ, თუ ის პოლისები, რომლებითაც ისინი 1 სექტემბრიდან ისარგებლებენ, რა სახის მომსახურებას გაითვალისწინებს. ეს არის მორიგი ეტაპი, რომლის საბოლოო მიზანია ჩვენი საპენსიო დაპირების შესრულება, რომ პენსია გაუტოლდეს 100 დოლარს“, – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
მაგრამ ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, ახლაც დუმს პენსიისა და რეალური საარსებო მინიმუმის შეუსაბამობაზე.