საზოგადოება
ქართული ოქრო – რუსეთის ხელში!

1-oqro-sazogadoeba-1თბილისი, 20 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს კიდევ ერთი სტრატეგიული დარგი გადავიდა რუსული ბიზნესის ხელში. ამჯერად კომპანია „კაპიტალ ჯგუფმა“, რომლის აქციონერები არიან რუსი ბიზნესმენები დიმიტრი კორჟევი და დიმიტრი ტროიცკი, შეიძინა სს „მადნეული და შპს კვარციტი (ამის შესახებ საუბარია კომპანია „Capital Group“-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში, – საქინფორმი).

(ცნობისათვის: ხსენებული ჯგუფის მფლობელობაში შედის კომპანია „NevaRus“, რომელიც სომხურ სამთო-მომპოვებელ ბიზნესში მოღვაწეობს. 2011 წლის ოქტომბერსა და 2012 წლის თებერვალში საჯარო აუქციონში მონაწილეობის შედეგად ჯგუფმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები ჯამში 204 მილიონ ლარად შეიძინა. 2012 წლის 14 ივნისს სსმადნეულისადა შპსკვარციტისგენერალურ დირექტორად ვახტანგ ფარესიშვილი დაინიშნა).

კომპანიის პრიორიტეტად ბუნებაზე ზრუნვა რჩება. „მადნეული“ და „კვარციტი“ განაგრძობენ სახსრების გამოყოფას ეკოლოგიური პროექტების განსახორციელებლად. განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ კომპანიებში შენარჩუნდება სამუშაო ადგილები (ორივე საწარმოში, დაახლოებით, 2000 კაცია დასაქმებული, – საქინფორმი).