„მიუხედავად იმისა, რომ ათობით ათასი ჩვენი მოქალაქე მზად არის, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დახმარება გაგვიწიოს ჩვენს საქმიანობაში, არის ორგანიზაციული საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც გარკვეული ფინანსური მომსახურების გარეშე შეუძლებელია. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მეწარმე სუბიექტებმა ჩვენთან ვერ გაბედონ ამ საკითხებში თანამშრომლობა, ან თუ გაბედეს, ისინი მკაცრად ისჯებიან. შესაბამისად, როდესაც მივმართავთ ამა თუ იმ კომპანიას მომსახურების მიღების მიზნით, ისინი ან პირდაპირ უარს გვეუბნებიან, ან გვთავაზობენ საბაზრო ღირებულებაზე რამდენჯერმე მაღალ ფასებს“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, კომპანიები, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობენ, ხელისუფლება პრობლემებს უქმნის. თუმცა, ფანჯიკიძის ინფორმაციით, ამ ფაქტებს ხელისუფლება უარყოფს.
„კომპანიები, რომლებიც, მიუხედავად ზეწოლისა, გვიწევენ მომსახურებას საბაზრო ღირებულებით, ცხადდებიან პარტიასთან დაკავშირებულ პირებად და ყოვლად წარმოუდგენელი ჯარიმით ჯარიმდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი იმდენად კარგად ჩანს, რომ მტკიცება არ სჭირდება, ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ასეთი ტიპის უკანონო ქმედებებს და ჩვენთვის მაქსიმალური პრობლემების შექმნას ცდილობს“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.