თბილისი, 20 ივნისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან ატყობინებენ, წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელების სახელით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
„ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე დიალოგის მორიგი რაუნდი 26 ივნისს თბილისში გაიმართება.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე დიალოგი ორმხრივი პროცესია. ის საშუალებას იძლევა, აღიარებულ იქნეს წინსვლა და წამოიჭრას ის საკითხები, ცალკეული საქმეების ჩათვლით, რომლებიც შეშფოთებას იწვევს.დიალოგის წინა რაუნდის შემდეგ, რომელიც 2011 წლის ივნისში ჩატარდა, გაგრძელდა წინსვლა სამართლებრივი რეფორმის, აღმსარებლობის თავისუფლების, იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობისა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ დამოუკიდებელი მონიტორინგის განხორციელების მიმართულებით. ასევე, აღნიშნა, რომ 2011 წლის მაისის შემდეგ ჩატარებული დემონსტრაციების უმეტესობა მოწესრიგებულად მიმდინარეობდა.
მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში ევროკავშირი მოელის, რომ შემდგომი წინსვლა იქნება მიღწეული ტოლერანტული და პლურალისტული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებისა და ზეწოლის ან სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებულ განცხადებებზე სწრაფად რეაგირების მიმართულებით.
დისკუსიები, ასევე, შეეხება საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორისაა პატიმართა დიდი რაოდენობა, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ანგარიშვალდებულება, უმცირესობები, სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირება და ადამიანის უფლებების მდგომარეობა სეპარატისტულ რეგიონებში.
ევროკავშირი კვლავ წამოჭრის შრომითი უფლებებისა და სოციალური დიალოგის ხელშეწყობის საკითხს, განსაკუთრებით არსებული პრეფერენციების გენერალიზებული სისტემისა (GSP+) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების კონტექსტში.
დიალოგის მორიგი რაუნდის წინ, 21-22 ივნისს, ევროკავშირი ორგანიზებას გაუწევს სემინარს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, რომელზეც ყურადღება გამახვილდება სამართლისა და შრომის საკითხებზე“.
Statement by the Head of Delegation of the European Union to Georgia
Ambassador Philip Dimitrov
on behalf of the
Heads of Missions of the European Union Member States to Georgia
Tbilisi, 19 June, 2012
The next round of the EU-Georgia Human Rights Dialogue will take place in Tbilisi on 26 June. The EU-Georgia Human Rights Dialogue is a two-way process and provides an opportunity to both recognise progress made and raise issues of concern, including individual cases.
Since last session in June 2011, justice reforms, progress regarding freedom of religion, support to internally displaced persons, and independent monitoring by the Public Defender's Office have continued. The orderly conduct of most demonstrations since May 2011 has also been noted.
In light of upcoming parliamentary elections, the EU looks forward to hearing about further progress in establishing a tolerant and pluralistic political culture, and towards the prompt handling of allegations of intimidation or dismissals.
Discussions will also cover a broad range of topics, including large prison population, accountability of law enforcement officers, minorities, functioning of civil society, and the human rights situation in the breakaway regions.
The EU will continue raising the issue of labour rights and promotion of social dialogue, particularly in connection with the current Generalised System of Preferences (GSP+) and negotiations on Deep and Comprehensive Free and Trade Agreement.
The EU is pleased to organise a Civil Society Seminar on 21-22 June focused on justice and labour issues in advance of this round of Dialogue.