პოლიტიკა
თბილისი, 20 ივნისი, საქინფორმი. საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, თვის დასაწყისში სოხუმში სტუმრობის შემდეგ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი სამხრეთ ოსეთში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ჩავიდა.
სამხრეთ ოსეთის ლიდერ ლეონიდ თიბილოვთან ერთად ნურგალიევმა ახალგორში რუსეთის დაფინანსებით გარემონტებული რამდენიმე ობიექტი, მათ შორის, ადგილობრივი საავადმყოფო მოინახულა. ნურგალიევმა, რომელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ მაისში დანიშნეს მას შემდეგ, რაც რვა წელი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე იმსახურა, განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში ცხინვალში ჩავა, რათა შემდგომი დახმარების პროგრამები განიხილოს.