სამართალი
„ჩემი უფლებაა, ვიცოდე“

1-ufleba-samarTali-2თბილისი, 19 ივნისი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული მოძრაობა დღეიდან იწყებს კამპანიას – „ჩემი უფლებაა, ვიცოდე“.

როგორც კოალიციიდან იტყობინებიან, კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდები შუადღიდან ქალაქის ქუჩებში საინფორმაციო ფლაერებს დაარიგებენ და მოსახლეობას მოუწოდებენ, მედიის სოლიდარობის ნიშნად სიგნალების აქციას შეუერთდნენ.

20 ივნისს, 18:00 საათზე, მედიის თავისუფლების მხარდაჭერის მიზნით, ეროვნულ მარეგულირებელ კომისიასთან საპროტესტო აქცია „იაზროვნე გლობალურად“ გაიმართება, 21 ივნისს, 15:00 საათზე კი, ფლაერები დარიგდება შოთა რუსთაველის ძეგლთან, გიორგი სააკაძის მოედანთან და ილია ჭავჭავაძის გამზირზე (თსუ II კორპუსი).

კამპანიიის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.